საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორინავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორინავირუსი დაუდასტურდა

ცოტა ხნის წინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა კაცს კორინავირუსი დაუდასტურდა.პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღეს. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში ორი დადასტურებული COVID 19 შემთხვევაა. ორივე პაციენტის ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მანამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის ინფექციისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. განმეორებითი ტესტების პასუხები კლინიკაში ცოტა ხნის წინ მიიღეს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ისინი კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.

საჩხერის კარანტინში კი 59 პირია მოთავსებული.