მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინგლისის კლასტერიდანაა

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინგლისის კლასტერიდანაა

ახალი სამი პაციენტიდან ორს კორონავირუსი ჩვენთან დაუდასტურდა. ეს არის ინგლისის კლასტერიდან კიდევ ორი. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. დღეს დასრულდება მათი კვლევები. თბილისის ინფექციურში 31 პაციენტი იმყოფება. ტესტირება დილას 6 პაციენტს საღამოს კი 11-ზე ჩატარდა. პასუხები ხვალ იქნება ცნობილი.

ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ორის კრიტიკულია.

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.