მარინა ენდელაძე: მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულია

მარინა ენდელაძე: მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულია

საბედნიეროდ პირველივე დღიდან ვართ ძალიან კარგად ეკიპირებული. გვაქვს აბსოლუტურად ყველა თავდა​ცვის საშუალება, ჯერჯერობით ასეა და იმედია ბოლომდე ასე იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულია.

ყველა ექიმი ვართ სრულიად ეკიპირებულები. თუ ყველაფერს სწორად დავიცავთ, ჩვენ უფრო მეტად ვართ დაზღვეული, ვიდრე გარეთ მოსიარულე ხალხი. ვიცავთ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა იქნება შემთხვევა, არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ მედიკოსები არ დაინფიცირებულიყვნენ. იყო სიკვდილიც. მაგრამ ჩვენ დაცული ვართ, რამდენადაც ვართ მომარაგებულები თავდაცვის ყველა საშუალებით. რამე პრობლემა არ მხრივ ჩვენ არ გვქონია.

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.