ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე socialur qselSi wers
"კორონავირუსს მხოლოდ მედიკოსების და სახელმწიფო უწყებების მუშაობით ვერ დავამარცხებთ, საჭიროა მთელი საზოგადოების თანამონაწილეობა. მესმის, რომ რასაც ვამბობ ისედაც ცნობილია, მაგრამ სამწუხაროდ მოქალაქეთა ნაწილს მდგომარეობის სიმძიმე როგორც ჩანს გათვიცნობიერებული არ აქვს.
ჩვენს მოსახლეობას არ აქვს კარანტინში ცხოვრების გამოცდილება და ამიტომ არ არის გამორიცხული რომ დარღვევებს ჰქონდეს ადგილი. მაქსიმალური მობილიზაცია მართებს პოლიციას და ჯარს რომ დარღვევები დროზე აღიკვეთოს და ექსცესები იქნას აცილებული
ამავე დროს უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გატარდეს მათ მიმართ ვინც შეგნებულად დაარღვევს კარანტინს.
ბევრია დამოკიდებული კომუნალურ სამსახურების მუშაობაზე, განსაკუთრებით ქალაქებსა და მუნიციპლაიტეტებში სისუფთავის დაცვის და ნარჩენების დროზე გატანის უზრუნველყოფაზე
არ ვიცი რა მდგომარეობაა ელექტრონერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით, მაგრამ აქ ნებისმიერი სერიოზული შეფერხება სერიოზულად დაამძიმებდა ვითარებას და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ეს არ მოხდეს
სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნაწილი აშკარად საღი აზრის წინააღმდეგ მიდიან და ცდილობენ ცეცხლზე ნავთის დასხმას, მიუხედავად იმისა, რომ წესით უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს პოლიტიკური პროვოკაციები და წრეგადასული პოპულიზმი მეტწილად მათვე აზიანებს. სამწუხაროა, რომ ამ დესტრუქციულ კამპანიაში ჩართულია ყველასთვის ცნობილი 3 ტელევიზია და მათ მოუწევთ ამაზე მორალური პასუხისმგებლობა. პრემიერის განცხადებას უკვე გამოუჩნდნენ მოქილიკეებიც. რას ვიზამთ, იქილიკონ, მთავარია კორონავირუსს გადაურჩნენ!
ბუნებრივია კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო და შეიძლება ახალი საჭიროებებიც გაჩნდეს, მაგრამ იმედია ღმერთი და განგება არ მიგვატოვებენ
P.S. “კაცი იხრჩობოდა და ღმერთს სთხოვა მიშველეო. გაანძრიე ხელი და გეშველებაო – ურჩია ღმერთმა.”