გია გაბრიჭიძე: იმდენი ქნეს როდიონოვისა და კოჩეტოვის სულიერმა შვილებმა თავიანთი მამაძაღლობებით, რომ კომენდანტის საათს მიაღწიეს!

გია გაბრიჭიძე: იმდენი ქნეს როდიონოვისა და კოჩეტოვის სულიერმა შვილებმა თავიანთი მამაძაღლობებით, რომ კომენდანტის საათს მიაღწიეს!

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

იმდენი ქნეს როდიონოვისა და კოჩეტოვის სულიერმა შვილებმა თავიანთი მამაძაღლობებით – იქ პირბადეების დარიგებით შეფუთული ტერაქტით, აქ ბავშვის პიჟამაში გამოწყობილი ნაძირალას მარაზმატული მოწოდებებით ევროპიდან ავტობუსებით ემიგრანტების ჩამოყვანის თაობაზე, იქ ჩვენი ექიმების ლანძღვით, აქ რაღაც ცხრილების მოთხოვნით მათთვის ხელის შეშლით, იქ სიყალბეების გავრცელებით და აქ ნერვული ფონის მაქსიმალურად დაძაბვის მცდელობით, რომ კომენდანტის საათს მიაღწიეს!

გვეცინებოდა იმაზე, რომ ვიღაც "ამღები" ტიპი, სწრაფი სესხების დათრევას გვპირდებოდა, გვეცინებოდა იმაზე, თუ რა სამოსი ეცვა ვინმე გვარამიას, გვეცინებოდა მიHას იდიოტობებზე.

თურმე არ გვქონია სასაცილოდ საქმე!

თუ არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი ზომების მაქსიმალური გამკაცრება, მაშინ ეს სიმკაცრე შეეხოს პირველ რიგში დივერსანტებს, მოროდიორებს, პანიკის გამავრცელებლებს და სახელმწიფოს მტრებს!

თუ გაინტერესებთ ვინ არიან დივერსანტები, იკითხეთ ვინ მოაცდინა ექიმები სამკურნალო პროცესს და რაღაც ცხრილების გაკეთება მოსთხოვა, თუ გაინტერესებთ ვინ არის მოროდიორი, გაარკვიეთ რა მოგებს ნახულობდა ვინმე პოლიტიკანი სწრაფი ტესტების შემოტანით, თუ გაინტერესებთ ვინ თესავს პანიკას, ტელევიზორები გადართეთ "მთავარზე"

ზაზა რა მაგარი სირი ხარ შე უბედურო ორ ლარიანო
5 წლის უკან