ბათუმის მერიის შენობაში, მერაბ ღოღობერიძე, აკაკი შანთაძე და მიხეილ გოგიჩაიშვილი მესამე დღეა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. მოშიმშილეები ითხოვენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა იმ ტენდერების კანონიერება შეისწავლოსაც, რასაც ბათუმის მერია ატარებდა; ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ირწმუნება რომ ტენდერები ელექტრონული და გამჭვირვალეა.