ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია.

მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

ამავდროულად ახალი კორონავირუსი ძალიან მგრძნობიარეა +70 ცელსიუს ტემპერატურაზე და ხუთი წუთის განმავლობაში კვდება. +56 ცელსიუს ტემპერატურაზე ახალი კორონავირუსი აქტიური იყო 30 წუთამდე პერიოდის განმავლობაში, +37 ცელსიუს ტემპერატურაზე ორ დღემდე პერიოდის განმავლობაში, ხოლო +22 ცელსიუს ტემპერატურაზე კი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.