რეზი მეჭურჭლიშვილი:  შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენოთ

რეზი მეჭურჭლიშვილი: შესაძლოა, COVID-19-ის სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენოთ

როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების წინააღმდეგ"-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა რეზი მეჭურჭლიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განაცხადა.

„ჯერჯერობით ისევ ის პრეპარატები რჩება მკურნალობის ტაქტიკაში რაც იყო ყველაზე ეფექტური აქამდე, თუმცა არის უკვე რაღაც ექსპერიმენტული კვლევები, რომ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად თუნდაც პლაზმა გამოჯანმრთელებული პაციენტისგან.

ზოგადად ინფექციური დაავადების გადატანისას, წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც იბრძვიან ამ ვირუსის და ნებისმიერი სხვა ბაქტერიის წინააღმდეგ.

ამ შემთხვევაშიც იგივე მეთოდია, როდესაც ადამიანი გადაიტანს ამ დაავადებას, მას ექნება ანტისხეულები ამ დაავადების წინააღმდეგ და შესაძლებელია ადამიანის პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ, მაგალითად როგორც აცრა ან ვაქცინაცია", - განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.