ბონდო მძინარაშვილი: ვიღაცას სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა!  რადგან სექტანტია

ბონდო მძინარაშვილი: ვიღაცას სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა! რადგან სექტანტია

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„სააკაშვილმა თქვა, - სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი ბაბუაჩემი იყოო.

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით, თარიღებით:

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1908 წელს.

1927 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1930 წლის 10 ივნისს, მალაქია ტოროშელიძის რექტორობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა სამედიცინო ინსტიტუტი.

1933 წელს, კურსდამთავრებული მიხეილ სააკაშვილი დატოვეს სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე.

1943 წელს მიხეილ სააკაშვილმა დააარსა მედიცინის ისტორიის კათედრა და მისი გამგე გახდა.

1950 წელს მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად.

1973 წელს მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალა.

1992 წელს სამედიცინო ინსტიტუტმა ავტონომიური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

ეს არის მშრალი ფაქტები და თარიღები.

ახლა კითხვები:

- როგორ იყო მესამეკურსელი სტუდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი?

- როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი რექტორი, როცა უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, 1992 წელს შეიქმნა?

- მესმის, რომ სამედიცინო ინსტიტუტს გულისხმობდა, მაგრამ, როგორ იყო მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის პირველი (დი)რექტორი, როცა ინსტიტუტი 1930 წელს შეიქმნა, მიხეილ სააკაშვილი კი მის დირექტორად 20 წლის შემდეგ, 1950 წელს დაინიშნა? 20 წლის განმავლობაში ინსტიტუტს დირექტორი არ ჰყავდა?

რატომ დავინტერესდი ამ ისტორიით?

იმიტომ, რომ საზღვარგარეთ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანის ინიციატივაც ისეთივე სიმართლეა, როგორც მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ბაბუამისი სამედიცინო უნივერსიტეტის (ინსტიტუტის) დამფუძნებელი და პირველი რექტორი იყო!

ვიღაცას კი სააკაშვილის ბოდვების და პოლიტიკური სპეკულაციების სჯერა!

სჯერა, რადგან სექტანტია, სექტანტის კრიტიკული აზროვნება კი სწრაფი ტესტის გარეშეც ადვილი დასადგენია, - ნულის ტოლია!“

amo ვ. სანაია გამყრელიძესთან ინტერვიუის დროს ძლიერ შეშფოთებული იყო სწრაფი ტესტების შემოტანის დაგვიანების გამო და ჯიუტად ცდილობდა როგორმე დაეცდევინებინა გამყრელიძისთვის, რომ ეს ხელისუფლების შეცდომა იყო. ამასთან დაკავშირებით მიმართ საზოგადოების კრიტიკასა და გულისწყრომას ასე გამოეხმაურა: „ . . . ჩემი პროფესია შეკითხვების დასმაა . . .“. მიზანი? მიზანი რა ჰქონდა? სააკაშვილის არ იყოს ამ სანაიას, ტრაპაიძეს, ხიმსა ჟიჟილაშვილს, აღარაფერს ვამბობ გრიგოლიაზე ქართველი ხალხი დებილები რატომ გონიათ? თუ რა იყო მიზანი, ამას პატარა ბავშვიც კი მიხვდებოდა. მიზანი იყო ის, რომ როგორმე ნეგატიური ინფორმაცია მიგეწოდებინა მოსახლეობისათვის. ნუ კეკლუცობ, ერთი ქარაფშუტა დემაგოგი ხარ.
4 წლის უკან