გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩატარებული სკრინინგის საფუძველზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან 10 საეჭვო შემთხვევაზე გაგზავნილი ნიმუშებიდან 4-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პაციენტები ჰოსპიტალში დაკვირვების მიზნით გუშინ მოათავსეს. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირია.

ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 6 ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, 4 - მათთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 ინფიცირებული კი, მოგზაურობის ისტორიით ჰოსპიტალში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.