"ტექსტი ჩამეწერა, წავუკითხავდი ამ ჯიბლიბო-ენჯეოშნიკებს, წითელ მამალსაც შემოვავლებდი თავზე და იქნებ გამქრალიყვნენ ჩემი ბავშვობის მწარე მოგონებასავით"

სოსო მანჯავიძე: "დღეს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ," რომელიც ლიბერალური ჟურნალისტიკის ნჯო კუდს წარმოადგენს, მხარდაჭერა გამოუცხადა ტვ პირველს.
არ ისვენებს თამთა მიქელაძე და მისი "EMS", რომელმაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სხვა არასამთავრობოებთან ერთად, ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის მოთხოვნით.
მოკლედ, ამათ გამოლოცვა სჭირდებათ და ჩემი ძველი სტატუსი ისევ აქტუალურია.
სტატუსი.
2 Mar. 2016, 00:06
ბავშვობაში უცნაური რამ დამემართა.თვალებზე ყოველდღე ჯიბლიბოები გამომდიოდა.არაფერმა მიშველა, ერთი მორჩებოდა- მეორე ამოდიოდა,ხან ერთ თვალზე, ხანაც მეორეზე, ხანაც- ორივეზე ერთად.
მამაჩემმა სოფელში წაგვიყვანა, ხარაგაულის რაიონია, სოფელი ლაშე.
ამ დროს ორივე თვალზე ჯიბლიბო მქონდა, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა ბებიაჩემმა ანიჩკამ,შეიცხადა,-დატანჯულა ბავშვიო, წითელი მამალი დააჭერინა ეზოში მამაჩემს, იღლიაში ამოიჩარა და თავის დაქალთან წამიყვანა.
დაქალმა ეზოში, სკამზე დამსვა, იქვე კუნძზე მამალი დაკლა და მისი თავი რამდენიმეჯერ თავზე შემომავლო, თან გამოლოცვას კითხულობდა.
ცნობისმოყვარე ვიყავი და გამოლოცვის ტექსტს ვიმახსოვრებდი. შემატყო და მკაცრად გამაფრთხილა, ნუ იმახსოვრებ, არ შეიძლებაო.
ამ პროცედურის შემდეგ უკვე არსებული ჯიბლიბოები საოცრად სწრაფად მოშუშდნენ, ხოლო ახალი აღარასოდეს მწვევია.
რაც შეეხება გამოლოცვას, მეორე დღეს წაიშალა მეხსიერებიდან, თუმცა ძალიან კარგი მეხსიერება მქონდა და იმ დღეს ტექსტი კარგად მახსოვდა.
არადა, რომ ჩამეწერა, შეიძლება სამშობლო გადამერჩინა.
წავუკითხავდი ამ ჩვენი ბედკრული სამშობლოს ჯიბლიბო-ენჯეოშნიკებს, წითელ მამალსაც შემოვავლებდი თავზე და იქნებ გამქრალიყვნენ ჩემი ბავშვობის მწარე მოგონებასავით".

Aburjga Tasmanieli რადგანაც ის გამოლოცვის ტესქსტი დავიწყებულია დუსტი ხომ არ მოგვესინჯა??!!
4 წლის უკან