‘გუშინ მთელი დღე ტრაპაიძე და სანაია თუთიყუშებივით იმეორებდნენ, რასაც ფხიზლად აკონტროლებდა გრიგოლია’

‘გუშინ მთელი დღე ტრაპაიძე და სანაია თუთიყუშებივით იმეორებდნენ, რასაც ფხიზლად აკონტროლებდა გრიგოლია’

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ნიკა გვარამია ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს, .ეს უკანასკნელი კი - ოქრო ხარო და გულებს უგზავნის.

ინგა გრიგოლია წერს სტატუსს, რომ თითქოს გუშინდელი მარაზმი ვახო სანაიას ჟურნალისტური გაბედულება იყო და არა ტვ "პირველის" საერთო სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი.

გვარამია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაავადების რეალურ მასშტაბს მალავს.

პარალელურად სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, იტყუება და 10.000 ემიგრანტის საკუთარი სახსრებით ჩამოყვანაზე მთავრობის ნებართვას ითხოვს.

არადა, დღესავით ნათელია , რომ კოორდინირებულ მოქმედებებთან გვაქვს საქმე.

ეპიდემიოლოგებისგან იციან, რომ აპრილის დასაწყისიდან მოსალოდნელია ეპიდემიის პიკი და გეგმავენ ის " სწრაფი ტესტების" არქონას დააბრალონ, ეს არქონა კი ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებს.

ამიტომ იმეორებდნენ ამას გუშინ მთელი დღე ტრაპაიძე და სანაია თუთიყუშებივით, რასაც ფხიზლად აკონტროლებდა გრიგოლია.

მოდელირებული რეალობა, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობენ, ასე უნდა გამოიყურებოდეს- ხელისუფლებამ არ შემოიტანა ტესტები, ამას მოჰყვა ეპიდემიის გავრცელება, რომლის მასშტაბებს მოსახლეობას უმალავენ, მას არ ჩამოჰყავს ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის წინადადების მიუხედავად, ამას დაემატება ეკონომიკური პრობლემების ექსპლუატაცია და სხვა ჭორების გავრცელება, მაგალითად, რომ თითქოს პოლიციელები ტოვებენ სამსახურს და ა.შ.

მათი ავადმყოფური გეგმის მიხედვით,ამ და სხვა "ღონისძიებების“ შედეგად სანატრელი რევოლუციური სცენარიც რეალური გახდება.

აკი ჰყავთ რეზერვში ჩეგევარა გუბაზ სანიკიძე და კომპანია.

ამ გეგმის განხორციელებას ხელს ჩვენი ეპიდემიოლოგების ავტორიტეტი და ხალხის მათ მინართ ბუნებრივი სიმპათია უშლის, ამიტომ ცდილობენ მათ დემორალიზაციას და დისკრედიტაციას, თანაც ნანობენ ალბათ, რომ თავის დროზე ვერ ჩარეცხეს, აკი აპირებდნენ კიდეც, როგორც პაატა იმნაძემ თქვა.

მოკლედ ,ვთვლი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

არ შეიძლება ასეთ ვითარებაში ამ დივერსანტებს და მანიაკებს მოქმედების თავისუფლება ჰქონდეთ."

 

 

mamago ე.წ. "ასოების" შრიალიც უნდა შეჩერდეს!
4 წლის უკან
Gami ფურუნკული გასკდა! მე ის მიკვირდა, ის რამდენიმე დღე როგორ ითმენდნენ ეს ბნელეთის ტარტაროზები /არ ჩამოვთვლი/. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს უფრო მკაცრად, მიიღოს გადამჭრელი ზომები ამ ბნელი სექსტანტების და ჩანდალების მიმართ. ნუ ეშინიათ! ამის გამო ხელისუფლებას არავინ გაკიცხავს და გაასამართლებს! დრო არ ითმენს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნუ გააჩერებთ კომერციულ არხებს!!! საგანგებო მდგომარეობის გამო შეუზღუდეთ საინფორმაციო სამსახურის უფლება, მხოლოდ ფილმები, მუსიკა და სხვადასხვა სამეცნიერო-პოპლარული ინფორმაციის გადაცემის უფლება დაუტოვეთ!
გახსენით ერთი სამთავრობო-საინფორმაციო არხი, სადაც გავა მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. დამიჯერეთ, ხალხს მაგათი ინფორმაცია არაფერში გვჭირდება და არც ვუყურებთ. ხანდახან შემთხვევით გადაგვერთვება ხოლმე.
4 წლის უკან