დასავლეთი ეშმაკის ადვოკატის სამარცხვინო როლში

დასავლეთი ეშმაკის ადვოკატის სამარცხვინო როლში

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ სიტუაციაზე დასავლეთის რეაქცია სრულიად გამაოგნებელია. მათი წუხილი და შეშფოთება შორეულ საქართველოში დემოკრატიის ბედზე უკვე სასაცილოდაც გამოიყურება. 

„ვარდების რევოლუციისაგან“  თავშეუკავებელი აღფრთოვანების,ხოლო შემდგომ,ამ ე.წ. რევოლუციის უმძიმესი შედეგების თობაზეძალზე მოკრძალებული, ფრთხილიშეფასებების ფონზე დღეს უკვე აშკარაა მათი ფარისევლობა.

ფარისევლობაა და ორმაგი სტანდარტის გამოყენების ცინიზმი, როცა ადამიანის უფლებების ფეხ ქვეშ გათელვა, განსაკუთრებით – ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ე.ი. ის, რაც წლების განმავლობაში ავტორიტეტული დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებით სრულიად ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო და რატომღაც ეპატია სააკაშვილს, სრულიად უსაფუძვლოდ ბრალდება მის პოლიტიკურ მეტოქეს და ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილ ქართულ მთავრობას. 

ვინ, თუ არა კარგად ინფორმირებულმადასავლეთმა, უნდა უწყოდეს და უწყის კიდეც, რომ სააკაშვილის რეჟიმი „დემოკრატიის შუქურა“ არასდროს იყო? განა მათთვის ახალია ის გახმაურებული საქმეები, თუნდაც გირგვლიანის სკანდალური საქმე, რომლის თაობაზეც სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისზე მეტი საბუთია სააკაშვილის რეჟიმის ხასიათის გამოსაცნობად?!

წლების განმავლობაში დასავლეთისათვის არა ერთი და ორი ფაქტი იყო ცნობილი, რაც სააკაშვილის რეჟიმის ანტი–ხალხურ, დანაშაულებრივ ხასიათს ააშკარავებდა.თუნდაც ის, რომ აშშ–მ, აგრეთვე დასავლეთ ევროპის მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს სააკაშვილს რეჟიმისაგან უსამართლოდ დევნილებს, საკმარისი იყო, რათა შეწყვეტილიყო „დემოკრატიის შუქურაზე“ ხმამაღალი, მომაბეზრებელი ყბედობა.

ეს არ მოხდა, ხოლო დღეს, როცა არჩევნებში ქართველი ხალხის მანდატმოპოვებულმა ახალმა მთავრობამ სამართლიანობის აღსადგენად სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე მოხელე სრულიად კონკრეტული ბრალდებით დააპატიმრა, დასავლეთის ოფიციალური პირები თავშეუკავებელ შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი წინასწარ საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე, მაშინ, როცა საქმე მხოლოდ ძიების სტადიაზეა; არ არსებობს სასამართლო განაჩენი და საერთოდ, არავითარი არსებითად მყარი არგუმენტი, გარდა დაპატიმრებული პირების პოლიტიკური კუთვნილებისა,  რომ ამ პირებს ბრალი დაუსაბუთებლად აქვთ წარდგენილი.

ყოველივე ამის მერე, როგორ შეიძლება ქართველებმა ირწმუნონ დასავლელი პოლიტიკოსებისა და მათი ამალის გულწრფელობა,  დემოკრატიული ღირებულებებისადმი თანმიმდევრული ერთგულება?!

როცასაქართველოში არსებულ ცოცხალ დემოკრატიულ პროცესზე მკვდარი სქემებით მსჯელობენ,ხშირად იყენებენ ქართველებისათვის ჯერაც უცხო, ახალ და ყურისმომჭრელ ტერმინებს. მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა „დემოკრატიული ტრანზიცია“ ან „კოჰაბიტაცია“. ეს კონსოლიდირებული დემოკრატიის ტერმინებია, რომლებიც ტირანმა – სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ მორიგი ყალბი ფარსის დასადგმელად აიტაცეს.

იმას, რასაც ტერმინები: „დემოკრატიული ტრანზიცია“ ან „კოჰაბიტაცია“ სინამდვილეში გამოხატავენ, ქართულ რეალობაში ადგილი არც ჰქონია და არც დღეს აქვს. კონსოლიდირებული დემოკრატიის  კატეგორიებითა და ამ ტერმინებით ოპერირება სულ სხვა გამოცდილებას მიესადაგება.ეს სრულიად უადგილოა იმ ქვეყნისათვის, რომელმაც ესესაა თავი დააღწია ნამდვილ ტირანიას და ბოლო ოცი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, ცდილობს დემოკრატიის აღმართს აუყვეს.

როგორც ყალბი და მავნე იყო 2003 წელს ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლის „რევოლუციური“ ლეგიტიმაცია, არანაკლებ ფუჭი და საქართველოსათვის უაღრესად საზიანო იქნება ამჟამად მიმდინარე პროცესის „დემოკრატიულ ტრანზიციად“გასაღება და ახალი ხელისუფლებისათვის ტირანიის ნაშთებთან „კოჰაბიტაციისაკენ“დაჟინებული მოწოდება.

საქართველოში არ მომხდარა ხელისუფლების დემოკრატიული „ტრანზიცია“, რის აღმოჩენასაცასე ჯიუტად ცდილობენ დემოკრატიის დასავლელი მეტრები. არ მომხდარა თუნდაცმხოლოდ იმიტომ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული სულაც არ ყოფილა. მეტიც: ამ არჩევნებში არა მხოლოდ ცალკეულ უხეშ პროცედურულ დარღვევებზე, რაც დოკუმენტურად არსებული უამრავი მასალით დასტურდება, შეიძლება საუბარი, არამედ სრულიად აშკარაა –წინასაარჩევნო პროცესში იოტისოდენა ნიშანწყალიც კი არ არსებობდა, რომ ტირანიული რეჟიმი არჩევნებით ხელისუფლებას დასთმობდა და მშვიდობიანად წავიდოდა.

სააკაშვილმა სამართლიანი არჩევნებით კი არ დათმო ძალაუფლება, როგორს სურთ ეს ყალბად წარმოგვიდგინონ, არამედ ქართველმა ხალხმა ეს ძალაუფლება მას,უბრალოდ,ხელიდან გამოსტაცა, ან უფრო სწორედ – გააფთრებულ ბრძოლაში ხელიდან გამოგლიჯა.საარჩევნო პროცესის ნებისმიერი მიუკერძოებელი ანალიზი ნათლად დაადასტურებს, რომ დემოკრატიის ტესტი ქართველმა ხალხმა ჩააბარა, მაგრამ მოძალადე სააკაშვილმა და მისმა პარტიამ – ვერა.

სააკაშვილის გაკოტრებული პარტიის ოპოზიციაში გადასვლა ნებაყოფლობით სულაც არ მომხდარა, ეს იძულება იყო, მძლავრი პოლიტიკური ზეწოლის შედეგი და არა მათი მხრიდან  ხალხის არჩევანის პატივისცემა.

ეს იძულება, შესაძლოა,დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ გადამწყვეტ მომენტში დასავლელმა პარტნიორებმა უარი განუცხადეს ტირანს, გაემართლებინათ და ეცნოთ მისი „გამარჯვება“, რომელიც, ბიულეტენების დათვლისას გამოყენებული სამხედრო ჩარევის შედეგად იქნებოდა „მოპოვებული“ისე, როგორც ეს, მაგალითად, ხაშურში ხდებოდა და სხვაგანაც იყო განზრახული,

1 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისას, როცა ქართველი ხალხის არნახულმა საარჩევნო მობილიზაციამ უკვე ცხადჰყო არჩევნების შედეგიც, სააკაშვილის რეჟიმი დადგა დილემის წინაშე: ძალაუფლების შესანარჩუნებლად დაეწყო ღია, აშკარა  ომი საკუთარ ხალხთან ან უკან დაეხია და არჩევნებში დამარცხება ეღიარებინა.

რეჟიმმა ღია ომზე უარი თქვა, რადგან  საომარი რესურსი მას უბრალოდ აღარ გააჩნდა. არ არსებობდა ისეთი ფიარ–ჯადოქრობა, რაც ამ ომს მოჩვენებითი ლეგიტიმურობის სახეს მაინც შესძენდა და არც ისეთი შეიარაღებული ძალა, რაც ქართველი ხალხისაგან მოსალოდნელ გააფთრებულ წინააღმდეგობას დასძლევდა. სწორედ ამიტომაც, დასავლეთის დახმარებით ან უამისოდ, რეალურად შეაფასეს რა ძალები,  აღიარეს არჩევნებში დამარცხება.

მაგრამ, არჩევნებში დამარცხების აღიარება არ ყოფილა ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი რეჟიმის კაპიტულაცია, ეს მხოლოდ უკან დახევა იყო. უკან დახევა გარკვეული პირობებით. დროებითი უკან დახევა, რასაც შეტევაც აუცილებლად მოჰყვება – ასე ვარაუდობდა და ალბათ, დღესაც ვარაუდობს სააკაშვილიცა და რევანშის სურვილით აღსავსე მისი პარტიაც.

ის, რომ სააკაშვილმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, ოდნავადაც არ აფერმკრთალებს რეჟიმის მიერ  ხაშურში ან თუნდაც ზუგდიდში, აგრეთვე ბევრ სხვა საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს.

თვალების დახუჭვა და ყალბი პოზის მიღება, რომ წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღესაც დანაშაულთა კასკადი ვითომ არც კი ჩადენილა, აუცილებელი იყო, რათა სააკაშვილის მიერ ხელისუფლების იძულებით დათმობა „დემოკრატიულ ტრანზიციად“ გაესაღებინათ.

ჩვენ არ ვიცით, რა პირობებზე დაიყოლია სააკაშვილი დასავლეთმა, როცა მას, ფაქტიურად, სამოქალაქო ომზე ათქმევინეს უარი. იქნებ საკუთარ ხალხთან ომზე ეს უარი სააკაშვილის მიერ დასავლეთის მხრიდან სწორედაც ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ ითქვა? ასეთი გარანტიების მიცემა კი თავისთავად იმასაც ნიშნავდა, რომ დასავლეთი არჩევნების შემდგომ დაიცავდა ყოფილ ტირანსა და მის გარემოცვას სამართლიანი სასამართლოს მსჯავრისაგან. ვინ იცის, ეგებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალის უზრუნველყოფასაც კი დაპირდნენ?

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: თუ დასავლეთი სააკაშვილს გაურიგდა, ეს გარიგება იმთავითვე უკანონო იყო, რადგან ქართველი ხალხის და მისი ახალი ხელისუფლების ზურგს უკან მოხდა. ამიტომ, არც ქართველი ხალხი და არც მისი ახალი ხელისუფლება სულაც არ არის ვალდებული ამ გარიგების პირობები მიიღოს, შესრულოს და დასავლეთს თამაშში აჰყვეს: ანუ, ჯერ „ტრანზიციობანა“ და შემდგომ „კოჰაბიტაციობანა“ ითამაშოს.

თუ არჩევნების შემდგომ პირველსავე ღამეს, ან შესაძლოა მანამდეც, სააკაშვილის დასავლეთთან გარიგება ქართველი ხალხისა და გამარჯვებული კოალიციის ზურგს უკან მაინც შედგა, რაც დანამდვილებით არ ვიცით და მხოლოდ გარკვეული ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, გამოდის, რომ დასავლეთს შეგნებულად უკისრია პოსტსააკაშვილისეულ საქართველოში ეშმაკის ადვოკატის როლის თამაში. თუ ასეთი გარიგება არ შედგა და მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, მაშინ კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე. გამოდის, რომ ეშმაკის ადვოკატმა თვადვე არ უწყის, ვის ემსახურება. ეს სამარცხვინო როლი, რომელსაც შეგნებულად თუ უნებლიერდ თამაშობს დასავლეთი, სულაც არ არის უცხო და მოულოდნელი, რადგან სააკაშვილის ეშმად ქცევაშიც მან დიდი, თუ არა გადამწყვეტი, როლი მანამდე უკვე ითამაშა.

ეშმაკის მეკავშირისა და ახლა კი მისი ადვოკატისაგან მოულოდნელი არ უნდა იყოს ყალბი რიტორიკა და ყურისმომჭრელი ტერმინებით ჟონგლიორობა. ამიტომ, არ უნდა გაგვაოცოს დასავლეთის მხრივ რეალურად ტირანიისაგან გათავისუფლების პროცესის „დემოკრატიულ ტრანზიციად“ მოჩვენებისა და სააკაშვილთან „კოჰაბიტაციის“ მოწოდებების დაჟინებულმა მცდელობებმაც.

თუმცა, აქ ერთი შეკითხვა მაინც იბადება: როდემდე გააგრძელებს დასავლეთი ეშმაკის ადვოკატის სამარცხვინო როლის თამაშს? როდის გადაწყვეტს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერას აზრი აღარა აქვს  და მხოლოდ ზიანის მომტანია, როგორც საქართველოსათვის, ისე დასავლეთის ისედაც შელახული ავტორიტეტისათვის? ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, პასუხი არ გვაქვს.

სამაგიეროდ, გამაოგნებელია დასავლური პრესისა და ზოგიერთი მაღალჩინოსანის წერტილდაუსმელი, განგრძობადი რიტორიკა: დემოკრატიის ღალატში ბრალი დასდო ივანიშვილს, სამთავრობო კოალიციასა და ახალი მთავრობის მანდატით აღმჭურველ ქართველ ხალხს, რომელმაც სწორედ დემოკრატიის გადასარჩენად, სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის დასამარცხებლად, უთანასწორო ბრძოლაში თავი გადადო და ფაქტიურად, შეუძლებელი შეძლო. ასეთი ბრალდებები მათი ავტორების დემოკრატიული ღირებულებებისადმი უპატივცემულობის დასაბუთებულ ეჭვს აჩენს.

არანაკლებ გამაოგნებელია მათ მოწოდება „კოჰაბიტაციისაკენ“, რომელიც სასწრაფოდ აიტაცეს ოპოზიციაში გადასული ტირანიის ქართველმა იდეოლოგებმა და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ იარაღად – ჯერ მხოლოდ  ფარად აქციეს, ხოლო სამომავლოდ შესაძლოა მახვილადაც კი გამოიყენონ.

სანამ ქართველ საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ საპრეზიდენტო სახელისუფლებო შტო, ისევე როგორც საპრეზიდენტო პარტიის კონტროლს ქვეშ სრულად მოქცეული ადგილობრივი ხელისუფლება, მთლიანად ჩაფლულია  პოლიტიკური კორუფციისა და კრიმინალის ჭაობში, ძირეულად ეწინააღმდეგება იმ მანდატის არსს, რაც ახალმა მთავრობამ ქართველი ხალხისაგან მიიღო. ეს მანდატი არა დანაშაულებრივი რეჟიმის ნარჩენებთან კოჰაბიტაციას, მათთან ბინძურ პოლიტიკურ გარიგებასა და ქართველი ხალხის ძარცვით მოპოვებული სიმდიდრის წილში ჩაჯდომას, არამედ დამნაშავეთა მხილებასა და მათ სამართლიან გასამართლებას გულისხმობს.

როგორც ჩანს, დასავლეთს ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გაცნობიერებული, რომ სამართლიანობის აღსადგენად არც ქართველი ხალხი და არც მისი ახალი მთავრობა უკან არ დაიხევენ.

კოჰაბიტაციისაკენ მოწოდება, რაც არ წყდება და კიდევ უფრო ძლიერდება კიდეც, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ეშმაკის ადვოკატის სამარცხვინო როლზე, რასაც დასავლეთი ფარისევლურად, ვითომ დემოკრატიის დასაცავად თამაშობს.

საქართველოში ამ დამაბნეველი და გამაოგნებელი დასავლური შეფასებების გარეშეც, ისედაც არ არის მარტივი შიდა პოლიტიკური სიტუაცია: ქართველმა ხალხმა შეძლო და არჩევნების გზით დაიბრუნა ტირანიის მიერ მიტაცებული არა მთლიანი ძალაუფლება, არამედ  ამ ძალაუფლების, მათალია, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ნაწილი – საკანონმდებლო ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც დამახინჯებული კონსტიტუციის ძალით სრული აღმასრულებელი ხელისუფლება სულაც არ არის.

პრეზიდენტად წოდებული ყოფილი ტირანი საკუთარ ხალხთან არჩევნებად წოდებულ ომში დამარცხდა. მან დაკარგა მთავრობაზე კონტროლი, მაგრამ ეს დამარცხება დასავლეთის მხარდაჭერით „დემოკრატიულ ტრანზიციად“, ნებაყოფლობით გადაცემად და „დემოკრატიის გამარჯვებად“ გაასაღა. ამ ნაბიჯით და დასავლეთის მხარდაჭერით, სააკაშვილი დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ინარჩუნებს და კოჰაბიტაციას კონსტიტუციის ძალით მოითხოვს.

იგი რეალურ მართვას ჩამოშორდა, განზე გადგა და ჩასაფრდა: მისი ბოროტი ძალაუფლება კი მხოლოდ „მიძინებულია“ და ხელსაყრელ დროს ელოდება, რათა დემოკრატიას ისევ ზურგში მახვილი ჩასცეს და ტირანია აღადგინოს. ყბადაღებული კოჰაბიტაცია ჩასაფრებული სააკაშვილისათვის ჯერ მხოლოდ ფარია, მაგრამ მას მახვილის ფუნქციაც ექნება – სააკაშვილს არ გაუჭირდება დროებითი უკან დახევიდან, თუ ის ძალებს მოიკრებს, ისევ შეტევაზე გადავიდეს. კოჰაბიტაციის მახვილად გადასაქცევად კი მას დიდი ფანტაზია არ სჭირდება, რადგან ხელთა აქვს კონსტიტუციით გარანტირებული საპრეზიდენტო პრეროგატივები, რომელთა ძალითაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია მძაფრი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. მაგალითად, დაითხოვოს მთავრობა და ჩიხური ვითარება შექმნას.

საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში, თუ ღმერთმა ნუ ქნას და ჩასაფრებული სააკაშვილი მაინც შეტევაზე გადავიდა, რა როლს მოირგებს დღეს ეშმაკის ადვოკატის მანტიაში გახვეული დასავლეთი?

საქართველოში მიმდინარე მოვლენების დამახინჯებული აღქმის და ცრუ სახელდების მაგალითზე ძალიან აშკარაა, რომ დასავლეთი კრიტიკული მანძილით დაშორდა იმ ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა დამცველადაც უკვე სრულიად უსაფუძვლოდ, საკუთარი თავი ყავს წარმოდგენილი. დღეს რეალური, ცოცხალი გამოცდილების თვალსაზრისით საქართველო სწორედაც რომ დემოკრატიისათვის ბრძოლის ავანგარდშია და მას ნაკლებად სჭირდება გაქვავებული, მკვდარი ტერმინებით შეფუთული ფარისევლური რჩევები.

მთავარია დასავლეთმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს, რაც პირველ ყოვლისა, კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას – ტირანიის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სამართლიან გამოძიება–გასამართლებას გულისხმობს, ეშმაკის ადვოკატის სამარცხვინო როლის თამაშით ხელი არ შეუშალოს.

საქართველომ საკუთარ ტყავზე გადაიტანა დემოკრატიისათვის ბრძოლა, მიიღო დემოკრატიის ცოცხალი გამოცდილება და მას ვეღარავინ ასწავლის, მაგ. რას ნიშნავს კანონის უზენაესობა და რა განსხვავებაა სამართლის აღდგენასა და პოლიტიკურ დევნას შორის.

დემოკრატიისათვის ბრძოლა, რაც თქვენ, ბატონოდემოკრატიისმეტრებო, წიგნებშიგაქვთნასწავლიდაყურმოკრითგაგონილი, საქართველოში დღეს ცოცხალი სინამდვილეა. ამიტომ, თქვენკიარუნდაასწავლიდეთ ჭკუასსაქართველოს, თურაარისნამდვილი დემოკრატია, არამედპირიქით, საქართველოსგან უნდა სწავლობდეთ ამას!

საქართველო საკუთართავსუკვემიხედავდაესდაადასტურაკიდეც 1 ოქტომბერმა.

აი, რა არის საკითხავი: დემოკრატიული ტერმინებით ჟონგლიორობის მოყვარულ დასავლელ ფარისიევლებს, რომელთაც სააკაშვილი და მისი საზიზღარი რეჟიმი „დემოკრატიის შუქურა“ ჯერ კიდევ ჰგონიათ ანდაც თავს იკატუნებენ, რამე ეშველებათ?!