„თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, ქართველი ხალხიც დაეცემა

„თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, ქართველი ხალხიც დაეცემა" (VIDEO)

„თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში, ქართველი ხალხიც დაეცემა" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა . უწმინდესმა ახალგაზრდებს მოუწოდა, იმეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან. დღევანდელ ქადაგებაში პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მონასტრები უძველესი დროიდან გამოირჩეოდა იმით, რომ სულიერი მოღვაწეობის გარდა მონასტრებში დიდი სამეცნიერო საქმეები კეთდებოდა.


პატრიარქის თქმით, მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ. ქადაგების დასასრულს ილია მეორემ დეკანოზი ზინობ ჟვანია მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო იღუმენი დემეტრე თეთრუაშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და მას მიტრა უსახსოვრა. პატრიარქმა დღესვე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე მელქისედეკი და მისი ეპარქია დალოცა