საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლევან გვაზავამ მთავარი პროკურატურა დატოვა . გვაზავამ ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, დეტალების გახმაურებისგან კი თავი შეიკავა.
პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლევან გვაზავა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.