აფხაზებმა რუსეთიდან მიიღეს მკაფიო შეტყობინება, რომ თუ ვინმე კორონავირუსით დაავადდება, უმკურნალონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ ამან შეაშფოთა აფხაზეთის ე.წ. მთავრობა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „რა ინფორმაციაც მაქვს, ახლა გუდაუთის საავადმყოფოს ათავისუფლებენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სოხუმის საავადმყოფო. ორი კვირის წინ ჩაკეტეს ენგური და დღეიდან ფსოუზე საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაიკეტება. იკრძალება მოქალაქეების თავშეყრა. აფხაზები დაახლოებით რუსული სტანდარტებით მუშაობენ. აფხაზეთის ე.წ. შსს აქვს დავალება, რომ ხელი შეუშალოს თავშეყრის ადგილებზე ხალხის შეკრებას. არასამთავრობო სექტორია აქტიურად ჩართული. დღეიდან დაიწყო მობილიზაცია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.