ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში, - „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადა.
„მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან. არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს ვერ ჩამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი - მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოში. მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამ ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში. ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პირადი ანგარიშსწორების მიღმა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შე ჩოილარო, რაში გჭირდება ლაი-ლაი გააკეთე იმ ხალხისთვი სიკეთე თუ რამის ტრაკი გაქვს!...
ეს უფრო დაგიფასდება, ვიდრე შენებური იწილო-ბიწილო!
მაგრამ შენ მაგ საქმე შენი გაპიარისთვის გჭირდება და არა ხალხისთვის!
შენი "სიკეთეები" გვახსოვს და ახლა რასაც მავნებლობ ზუგდიდის აქციამ უფრო ნათლად დაგვანახა, რომ თქვენი ნდობა არ შეიძლება, დანდობა კი უდიდესი ხიფათის მომტანია!