აშშ-ის ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროს დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში წერია.

„დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოები გამოაცხადა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის იმ მოქალაქეების დაკავებას, რომლებსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგში“, - ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი 15 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის“.

გარდა ამისა, 10 მილიონი ოდენობის ჯილდო დაწესდა ვენესუელის რეჟიმის შემდეგი მაღალჩინოსნების შესახებ ინფორმაციისთვის: საკონსტიტუციო ასამბლეის თავმჯდომარე დიოსდადო კაბელიო, სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი უგო კარვახალი, ვენესუელის არმიის თადარიგის გენერალ-მაიორი კლივერ ანტონიო ალკალა კორდონესი, ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ელ-აისამი.

„მადუროს რეჟიმში ამ პირებს წამყვანი თანმამდებობები უკავიათ, მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა ვენესუელიდან ნარკოტიკების მიწოდებისთვის ხელშეწყობით. ისინი აკონტროლებენ ვენესუელაში ნარკოტიკების მიწოდების არხებსა და მარშრუტებს“, - დასძინა მაიკ პომპეომ.