ხუნდაძე: “დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები”

ხუნდაძე: “დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები”

“დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები,”– ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, ვირუსი აზიანებს არამხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, არამედ ის საკმაოდ მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკას.

„კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ საჭიროება არ გახდეს საყოველთაო კარანტინის, საყოველთაო იზოლაციის შემოღების, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები. ყველა ინიციატივა იქნება განხილვის საგანი, მაგრამ თუ მასში დევს ჭარბად პოლიტიკური შემადგენელი და არა შედეგი, ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.