არსებულ ვითარებაში, სუბიექტური, ობიექტური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, მდგომარეობა სტაბილურად საყურადღებო, მაგრამ დამაკმაყოფილებელია – ასე აფასებს 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, კახა იშხნელი.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული 16 პაციენტი, რომელთა შორის ხუთი დადასტურებული ფორმაა, რომელთა მკურნალობაც დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ანალიზის პასუხებს და საბედნიეროდ, სწრაფად ხდება ეს ბრუნვა ჩვენს კლინიკაში. ისინი დროულად ტოვებენ ხოლმე კლინიკას. ახალ პასუხებს ვიღებთ დაახლოებით ხუთი ექვსი საათის განმავლობაში. ღამის განმავლობაში იგზავნება ექვსი-შვიდი ანალიზი, რომლებზე უარყოფითი შედეგის მოსვლის შემთხვევაში, გადაგვყავს კარანტინში ან თვით იზოლაციაში. დღესაც არის გადაგზავნილი შვიდი პაციენტის ანალიზი.
გასული ღამის განმავლობაში, საბედნიეროდ, არ დაგვმატებია პაციენტი. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ამ ხნის ბავშვის პაციენტად ყოფნა, მაგრამ არსებულ ვითარებაში, სუბიექტური, ობიექტური და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, მდგომარეობა სტაბილურად საყურადღებო, მაგრამ დამაკმაყოფილებელია”,– განაცხადა კახა იშხნელმა.