საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე საიტის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორისაა 13 გამოჯანმრთელებული.

კარანტინის რეჟიმში 4505 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.