თენგიზ ცერცვაძე: გაჩნდა იმედი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება

თენგიზ ცერცვაძე: გაჩნდა იმედი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ინფექციურში მყოფი 44 პაციენტიდან 11 გაჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

თენგის ცერცვაძის განცხადებით, ახლა ინფექციურ კლინიკაში 34 პაციენტი რჩება და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. გაჩნდა იმედი, რომ ამ სამი პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“, - განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.