ამ დროის მონაცემებით StopCoV ფონდში 12,5 მილიონი ლარი შეგროვდა

ამ დროის მონაცემებით StopCoV ფონდში 12,5 მილიონი ლარი შეგროვდა

26 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა 12,5 მილიონი ლარია. ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.