პაატა იმნაძე პოლიტიკური პარტიის მიერ პირბადეების დარიგებაზე: ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!

პაატა იმნაძე პოლიტიკური პარტიის მიერ პირბადეების დარიგებაზე: ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!

ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის პიარისა და ქულების დაწერის დრო.

“არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - განაცხადა იმნაძემ.