მალაიზიის მეფე და დედოფალი ორკვირიან კარანტინში იმყოფებიან

მალაიზიის მეფე და დედოფალი ორკვირიან კარანტინში იმყოფებიან

მალაიზიის მეფე სულთან აბდულა რიატუდინ ალ-მუსტაფა და დედოფალი აზიზა ამინა მაიმუნა ისკანდერია 14-დღიან კარანტინში იმყოფებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

წყვილის იზოლირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც სამეფო კარის წევრებს და სასახლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

მეფეს და დედოფალს ტესტირება Covid 19-ზე უკვე ჩაუტარდა და ამ ეტაპზე პასუხები ნეგატიურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.