საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
კომპანიამ 300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით #Stopcov ფონდი.
„ვიმედოვნებთ რომ ასეთი სოლიდარობით და თანადგომით, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს ეცოდინება სად დგას, რას აკეთებს და რისთვის, ჩვენ შევძლებთ პრობლემების გამკლავებას“, - აცხადებენ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“.