ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნან

ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნან

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთმანეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა სურსათზე, სამედიცინო საქონელზე და კორონავირუსის პამდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერა მოხდეს. დადგა სოლიდარობისა და არა იზოლაციის დრო“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მან ასევე მოუწოდა „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს უფრო მეტი რესურსი ჩადონ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

26 მარტს „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები საგანგებო სამიტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 400000 ადამიანი დაინფიცირდა, 17000 გარდაიცვალა, ხოლო 103000 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.