კორონავირუსის გამო ლოს-ანჯელესში დაახლოებით 1700 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო ლოს-ანჯელესში დაახლოებით 1700 პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო ლოს-ანჯელესის ოლქის ხელისუფლებამ ციხეებიდან დაახლოებით 1700 პატიმარი გაათავისუფლა.

„დაახლოებთ 1700 პატიმარი გავათავისუფლეთ. არავითარ შემთხვევაში არ გავათავისუფლებთ პატიმრობიდან ისეთ პირებს, რომლებმაც სერიოზული დანაშული ჩაიდინეს და საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ.

მისივე თქმით, იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც სახლ-კარი არ აქვთ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური თავშესაფარი გახსნა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გამოვლენილია კორონავირუსის 46 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცვლილია 593 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.