ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს – ვისთან იყო შემხებლობაში კანცლერი?

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს – ვისთან იყო შემხებლობაში კანცლერი?

გერმანიის კაცნლერი ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ CNBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი მერკელის ერთ-ერთ ექიმთან კონტაქტში გახდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გუშინ, მერკელი, პირბადისა და ხელთათმანის გარეშე მაღაზიაში დააფიქსირეს, სადაც ღვინოსა და პროდუქტებს ყიდულობდა.