ნიუ-იორკის მერი: თუ პრეზიდენტი არ იმოქმედებს, ხალხი დაიღუპება

ნიუ-იორკის მერი: თუ პრეზიდენტი არ იმოქმედებს, ხალხი დაიღუპება

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა.

მისი თქმით, ფედერალურმა მთავრობამ საკმარისი ზომები არ გაატარა, რომ პირბადეებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოება გაეზარდა.

„აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ-იორკიდანაა და თითსაც კი არ გაანძრევს, რომ თავის მშობლიურ ქალაქს დაეხმაროს და ეს უბრალოდ არ მესმის. არაერთხელ მოვითხოვე, რომ მოხდეს სამხედროების მობილიზება, მოვითხოვე ხელოვნური სუნთქვის აპარატების გამოყოფა. თუ პრეზიდენტი არ იმოქმედებს, ხალხი, ხანდაზმული ასაკის მოქალაქეები, ჩვენი ოჯახის წევრები დაიღუპებიან”, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.