შეხვედრა კლინტონთან (video)

შეხვედრა კლინტონთან (video)

საქართველოს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა დაკავებებზე ისაუბრა ჰილარი კლინტონმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვდა, რომელიც შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. „ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ და კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად - განაცხადა ჰილარი კლინტონმა. მისივე თქმით, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავზე ამერიკა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. „ ჩვენ მხარი დავუჭირეთ ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, რომელიც მოხდა დემოკრატიული არჩევნების შედეგად და ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ. ეს უნდა შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის მისწრაფებას", - განაცხადა კლინტონმა. მისივე თქმით, ამერიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს, არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესში, არამედ ავღანეთისა მისიასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. ჰილარი კლინტონს ვაშინგტონში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ეამაყება. „იმედი მაქვს, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს საკითხებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება", - მიმართა ჰილარი კლინტონს მაია ფანჯიკიძემ.