სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 160-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 160-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 160-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.