რომის პაპი: როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება

რომის პაპი: როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება

რომის პაპმა, ფრანცისკემ კორონავირუსის საზოგადოებაზე გავლენის საკითხზე ისაუბრა. მან ეპიდემიის დასრულების შემდგომ მოსალოდნელ გარემოებასაც გაუსვა ხაზი.

ამის შესახებ რომის პაპმა იტალიურ გამოცემა La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ კაცობრიობა ერთიანი საზოგადოებაა და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უნივერსალური ძმობა. როდესაც კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება, ცოტა ომის შემდგომი პერიოდი იქნება. არ იქნება არანაირი „სხვა“, მაგრამ ვიქნებით „ჩვენ“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

მისივე თქმით, ასეთ დროს დაუშვებელია განსხვავებებზე მითითება მორწმუნეებსა და არამორწმუნეებს შორის.

„ყველანი ადამიანები ვართ და ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. იმიტომ ვტირით, რომ ვიტანჯებით ყველანი. არ უნდა მივუთითოთ განსხვავებაზე მორწმუნეებსა და არამორწმუნეებს შორის. უფლის წინაშე ყველანი შვილები ვართ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

 

თამაზი ქართველო ვითომ ქრისტიანებო, აიღეთ მაგალითი ამ კაცისგან, არ გაწყენდათ
4 წლის უკან