აშშ-ს ელჩი კონფერენციაზე (video)

აშშ-ს ელჩი კონფერენციაზე (video)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას ესწრებიან. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების შეჯამება, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებთან და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ორგანიზაციებთან მომავალი თანამშრომლობის და ხედვების ჩამოყალიბება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებიან.