დაბრუნდება თუ არა საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში?
რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა, რომელიც ნიკა გილაურის საპარტნიორო ფონდს გადასცა, კვლავ საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა.
უახლოეს მომავალში სპეციალურმა ჯგუფმა ძველი შენობის მდგომარეობის შესწავლა უნდა დაიწყოს.
პარალელურად დაწყებულია ახალი შენობის ვარგისიანობაზე დასკვნის მომზადება, რომელიც 340 მილიონი ლარი დაჯდა.
დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად ქუთაისში მდებარე შენობა ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც უჰაერობის გამო აპარატის თანამშრომლების შეუძლოდ ხდებიან, შენობაში წყალი ჩამოდის ან მღრღნელები დასეირნობენ.