„სუპერკომპიუტერმა“ შეარჩია წამლები, კორონავირუსის სამკურნალოდ – CNN

„სუპერკომპიუტერმა“ შეარჩია წამლები, კორონავირუსის სამკურნალოდ – CNN

ახალი კორონავირუსი მეცნიერებისთვის უპრეცედენტო პრობლემად იქცა – ვირუსის გავრცელების სიჩქარე ნიშნავს იმას, რომ კვლევებიც უნდა დაჩქარდეს.

ამისათვის არსებობს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კომპიუტერი Summit-ი, „სუპერკომპიუტერი“, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ტვინი აქვს და გაკეთებული აქვს ათასობით სიმულაცია, რათა გააანალიზოს რომელი წამლები და პრეპარატები დაეხმარება ადამიანებს ეფექტურად გააჩეროს უჯრედების დავირუსება.

ოკ-რიჯის ნაციონალური ინსტიტუტის თქმით, მათი „სუპერკომპიუტერი“ ექიმებს ვაქცინის შექმნაში დაეხმარება.

Summit-ი 2014 წელს, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით შეიქმნა. ის ყველაზე სწრაფ ნოუთბუქზე მილიონჯერ ჩქარია და 200 კვადრილიონ დაანგრიშებას აკეთებს წამში.

ვირუსები ადამიანის სხეულის უჯრედებს თავისი გენეტიკური მასალით აინფიცირებს. „სუპერკომპიუტერის“ მიზანია მოძებნოს წამალი, რომელიც ამ გენეტიკურ მასალას „გამოებმება“ და გავრცელებას პოტენციურად შეაჩერებს. CNN-ის ცნობით, შუმმიტ-მა უკვე გამოარჩია 77 წამალი და ეფექტურობის მიხედვით დაახარისხა. ამ 77 პრეპარატში შედის როგორც ბუნებრივი, ლაბორატორიულად შექმნილი ნივთიერებები.