რუსეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC-ს რუსული ბიურო იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.