თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები დაურიგდათ. აქცია მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით ჩატარდა.