ბარათელი გლდანში (video)

ბარათელი გლდანში (video)

გურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა ბრალდება დაუმძიმდეს. გიორგი ბარათელს დამატებითი სამწლიანი სასჯელი ემუქრება. მიზეზი პატიმრის საკანში აღმოჩენილი აკრძალული ნივთია, რომლის გამოც მსჯავრდებულს საპყრობილე შეუცვალეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. გავრცელებული დაუდასტურებული ცნობით, საუბარია საკანში ნაპოვნ ლურსმანზე, რომლითაც ბარათელი სხვა პატიმარზე აპირებდა თავდასხმას. სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულის სხა ციხეში გადაყვანის ფაქტს ადასტურებს. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 2007 წლის მაისში დაკავებულ ბარათელს 26-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.