ჯანმოს წარმომადგენელმა დაასახელა წამალი, რომლის მიღებაც კორონავირუსის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება

ჯანმოს წარმომადგენელმა დაასახელა წამალი, რომლის მიღებაც კორონავირუსის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე შეიძლება

ადამიანებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ კირონავირუსი აქვთ, იბუპროფენი ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა დალიონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დამტკიცებული კავშირი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასა და სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელს შორის, ექსპერტები ამ საკითხს იკვლევენ.

ამავდროულად იგი რეკომენდაციით გამოვიდა, რომ თვითმკურნალობის შემთხვევაში დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.