დონალდ ტრამპი: მსოფლიო უჩინარ მტერთან ომშია ჩართული - ჩვენ გავიმარჯვებთ

დონალდ ტრამპი: მსოფლიო უჩინარ მტერთან ომშია ჩართული - ჩვენ გავიმარჯვებთ

მსოფლიო უჩინარ მტერთან ომშია ჩართული. ჩვენ გავიმარჯვებთ!, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ადამიანები კორონავირუსის დამარცხებას აუცილებლად შეძლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.