ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა

ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა

ჩინეთმა ამერიკული გამოცემების The Wall Street Journal-ის, New York Times-ის და Washington Post-ის ჟურნალისტებს აკრედიტაციები ჩამოართვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა აკრედიტაციები 10 დღის განმავლობაში უნდა ჩააბარონ. ამასთან, ამ გამოცემებმა The Voice of America-სა და Time-თან ერთად ჩინეთის სამართალდამცავ ორგანოებში დაფინანსების, თავისი თანამშრომლების და ჩინეთში მოღვაწეობის შესახებ ანგარიშები უნდა წარადგინონ.

ასეთი ქმედებები ჩინეთის მხრიდან აშშ-ის გადაწყვეტილებაზე პასუხია. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების თანამშრომლები უცხოელ აგენტებთან გააიგივა.