გამოფენა

გამოფენა "ექსპო-ჯორჯიაში" (video)

„ექსპო ჯორჯია" სოფლის მეურნეობის, კვების პროდუქტების გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების რიგით მეთორმეტე საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში მონაწილეობას საქართველოსთან ერთად სიმხური, აზერბაიჯანული, ირანული და სხვა ქვეყნის კომპანიებიც იღებდნენ. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დაესწრო, რომელმაც გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული პროდუქციის მაღალ ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში ქართული პროდუქტის წარმოება გაიზრდება. ექსპო ჯორჯიაში გამოფენა კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.