თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია

ერთ დღეში, თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 29-ით გაიზარდა, საერთო ჯამში 47 ინფიცირებულს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს დადასტურდა 29 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია. ბოლო ინფიცირებულები დაკავშირებულნი არიან აშშ-სთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან. სამი პირი კი საუდის არაბეთიდან დაბრუნდა“, – წერს საკუთარ ”ტვიტერზე“ ჯანდაცვის მინისტრი.