საბერძნეთში, პრემიერის ბრძანებით, ღვთისმსახურება აიკრძალა

საბერძნეთში, პრემიერის ბრძანებით, ღვთისმსახურება აიკრძალა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მთელს საბერძნეთის ტერიტორიაზე აიკრძალა ყოველგვარი საზოგადო ღვთისმსახურება, ტაძრები დარჩება ღია მხოლოდ პირადი ლოცვისთვის. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა აკრძალვა შეეხო ყველა კონფესიას.

წმინდა სინოდმა ბერძენი პოლიტიკოსების მოწოდებები გაიზიარა და განაცხდა, რომ ეკლესიები ღია იქნება მხოლოდ პირადი ლოცვისთვის, ხოლო ჯვრისწერები და ნათლობა განუსაზღვრელი დროით გადაიდება.

აღსანიშნავია, რომ კვირაობით წირვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მაინც ჩატარდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათს გასტანს. წმინდა სინოდი მკაცრად არ კრძალავს ეკლესიაში მისვლას, თუმცა მოუწოდებს საზოგადოებას, რომ სახლში დარჩნენ.