სამედიცინო დაწესებულების ექიმებს, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, სს "ქართული ლუდის კომპანიამ" მადლიერების ნიშნად მის მიერვე წარმოებული ნატურალური წვენი "ჩეროს" სრული ასორტიმენტი გაუგზავნა.
"მადლობა ყველა ექიმს, კარანტინტში მყოფ პირსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, შეუჩერებლად მუშაობისთვისა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის!
მადლობა გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის, გათენებული ღამეებისთვის, დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის!
#არშეაჩეროზრუნვა", - აღნიშნულია "ჩეროს" facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა სს "ქართული ლუდის კომპანიის" ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და კომპანია ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეულია.