პროკურატურამ ლაფანყურის მოვლენების გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. საუბარია მძევლების აყვანისა და ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ მტკიცებულებების გაყალბებაზე. დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი ევროპაში, ლაფანყურის მოვლენების დროს ფეხში დაჭრეს.
ის თავად ჩაბარდა იმ მესაზღვრეებს, რომლის ჩვენების საფუძველზეც ახმედ ჩატაევი დააკავეს.
სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო, ხოლო მესაზღვრეები, რომლებმაც ჩატაევის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება ჟურნალისტებთან ცრუ ჩვენებებზე საუბრობენ. სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს.