კორონავირუსის გამო ბელგიაში სკოლები, რესტორნები და კლუბები დაიხურა

კორონავირუსის გამო ბელგიაში სკოლები, რესტორნები და კლუბები დაიხურა

ბელგიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლების, რესტორნებისა და კლუბების დახურვის ბრძანება გასცა, მაღაზიებმა კი სამუშაო დრო უნდა შეამცირონ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეს ზომები ძალაში დღეიდან შევიდა და 3 აპრილამდე გაგრძელდება. ქვეყნის პრემიერმინისტრის, სოფი ვილმესის განმარტებით, აფთიაქები და სუპერმარკეტები ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს, ჩვეულებრივი მაღაზიები კი მხოლოდ შაბათ-კვირას დაიხურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.