ჯასტინ ტრიუდოს ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

ჯასტინ ტრიუდოს ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ცოლს, სოფი გრეგუარს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ პრემიერის ოფისზე დაყრდნობით BBC წერს.

მედიის ცნობთ, პრემიერ-მინისტრის ცოლი თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და გარკვეული დროით იზოლაციაში დარჩება. რაც შეეხება თავად ჯასტინ ტრიუდოს, სიმპტომების უქონლობის გამო, მას ვირუსზე ტესტი არ ჩატარებია, თუმცა 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში მაინც დარჩება.

ამ ეტაპზე კანადაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 პაციენტი, 142 ინფიცირებულიდან 11 გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.