სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა რიცხვი 6-მდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ორივე პაციენტს მანამდე დადასტურებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებით, მათ ტემპერატურა არ აქვთ და ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული, პირველი შემთხვევა კი 1-ელ მარტს დაფიქსირდა. კარანტინში 88 ადამიანი იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, 13 მარტიდან სომხეთში ბაგა-ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დაიხურა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.